საქართველო ~მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ~ გაეროს კონვენციას~ შეუერთდება. ეს კონვენცია პარლამენტში უკვე შეტანილია, თუმცა, მისი რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა.
~გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ~ კონვენციის რატიფიკაციის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია.
~მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ~ კონვენციაში~ აღნიშნულია, რომ გაერომ მრავალჯერ გამოხატა შეშფოთება მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით და ძალ-ღონეს არ იშურებდა, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის განემტკიცებინა ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის ფართო შესაძლებლობა.
კონვენციაში ნათქვამია, რომ ~ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება მის ტერიტორიაზე, თუ საფრთხე არ ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს~.
~რაც შეეხება არაპოლიტიკურ და არაკომერციულ გაერთიანებებსა და პროფესიულ კავშირებს, ხელშემკვრელი სახელმწიფო თავის ტერიტორიზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს მიანიჭებს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში, არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს, იმავე გარემოებებში ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში~- ნათქვამია კონვენციაში.