დღეს ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია საზოგადოებას მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმებს გააცნობს.
ბაღათურია მთავარ პრიორიტეტად მინიმალური პენსიის საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის სამედიცხინო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას ასახელებს.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით ბაღათურია მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.
"ჩვენ მილიონნახევარი ღარიბი გვყავს, აქედან 900 ათასი არის უზრუნველყოფილი სამედიცინო დაზღვევით, თუმცა 600 ათასი კვლავ რჩება დაზღვევის გარეშე. ქართულმა დასმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მინიმალური პენსია უნდა გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს, ანუ 150 ლარს. ამ მიზნით ჩვენ ვიწყებთ დიდ საზოგადოებრივ მოძრაობას", _ განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.