პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სოზარ სუბარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თვლის, რომ სამწუხაროდ, „სოზარ სუბარი კოტე გოგელიას ჯიბეს ჩამოეკიდა და იმის დაკრულზე ცეკვავს, ვინც ფულს უხდის"", - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული პარტიის" განცხადებაში, რომელიც მას შმდეგ გავრცელდა, რაც სოზარ სუბარმა პარტიიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ორ თვეზე მეტია პარტიის ოფისში არ გამოჩენილა და არც პარტიულ საქმიანობაში მიუღია მონაწილეობა. პარტიის თავმჯდომარე არ დაინტერესებულა იმით, რა პროცესები ვითარდებოდა პარტიაში.
"არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დღეს კი განცხადება გააკეთა პარტიიდან წასვლის შესახებ და ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღეს პარტიის ერთგულების გამო ციხეშია, ან ქვეყნიდან არის განდევნილი.პარტიის თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი სოზარ სუბარის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თვლის, რომ სამწუხაროდ, „სოზარ სუბარი კოტე გოგელიას ჯიბეს ჩამოეკიდა და იმის დაკრულზე ცეკვავს, ვინც ფულს უხდის", - ნათქვამია განცხადებაში.