ისლანდიის პარლამენტმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა. პალესტინის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრის რაიდ ალ-მალკის განცხადებით, ისლანდიამ პალესტინა 1967 წლის საზღვრებში აღიარა.
ასოშეიტედ პრესის ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისლანდიის პარლამენტის 63 წევრიდან მხარი 38-მა დაუჭირა.
შესაბამისად ისლანდია გახდა დასავლეთ ევროპის პირველი სახელმწიფო, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.
„ისლანდიამ პირველმა დასაველთ ევროპაში გადადგა ეს ნაბიჯი", - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეტა მინისტრმა ოსურ სკარფეინსონმა.
მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას აძლევს უფლებას ქვეყნის მთავრობის სახელით გააკეთოს ოფიციალური განცხადებს, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმამდე ის კონსულტაციებს გაივლის სკანდივანიის სხვა ქვეყნებთან.
პალეტისნის ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრის რაიდ ალ-მალკის განცხადებით, ის უახლოეს პერიოდში ეწვევა ისლანდიას, რათა გაფორმდეს ხელშეკრულებები ურთიერთცნობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის აღიარების განცხადებები გაკეთებული აქვთ კუბას, ჰონდურასს, კოსტა-რიკას, ნიკარაგუას, დომინიკის რესპუბლიკას, არგენტინას, ბრაზილიას, ბოლივიას, ჩილეს, ეკვადორს, სალვადროს.
31 ოქტომბერს "იუნესკოს" გენერალურმა კონფერენციამ, გაეროს სააგენტოს ამ უმაღლესმა ორგანომ, პალესტინის "უნესკოში" ორგანიზაციაში მიღებას კენჭი უყარა. კენჭისყრის შედეგად პალესტინის ხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების რეზოლუციას მხარი იუნესკოს წევრმა 107-მა ქვეყანამ დაუჭირა. 14 ქვეყანა კი წინააღმდეგ წავიდა.