მამუკა ღლონტმა სხვადასხვა მედიასაშაულების წარმომადგენლებთან ერთად შესვლა მოახერხა. მასთან ერთად ტელეკომპანიის შენობაში შევიდნენ შალვა რამიშვილი და ელისო ჩაფიძე.
ტელეკომპანიასთან შეკრებილმა სხვა ჟუნალისტებმა დააპირეს შენობაში შეღწევა, თუმცა ეზოში მყოფმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და ძალის გამოყენებით უკან დაწიეს.
ამ დროისთვის ეროსი კიწმარიშვილი იმყოფება სამართალადმცველებთან ერთად ტელეკომპანიაში. აქ შეკრებილნი არიან სხვადასხვა მედიასაშუალებებთან ერთად პოლიტიკოსებიც და ისინი მოითხოვენ რომ შეწყდეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ტელეკომპანიის თანმაშრომლებს მიეცეთ ნორმალური მუშაობის შესაძლებელობა.