"ქართული პარტია" არ არის ერთი ადამიანი, მას სოზარ სუბარის გარდა ჰყავდა და ჰყავს სხვა ლიდერებიც და პარტია მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ქართული პარტიის" პრესმდივანმა ლია კამლაძემ განუცხადა.
"გულდასაწყვეტია სუბარის წასვლა, თუმცა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. ჩვენ წინ გვაქვს დეკემბერში ყრილობა და შემდეგ არჩევნები და ვემზადებით ამისთვის", - განაცხადა კამლაძემ.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარმა "ქართული პაარტია" დატოვა.