."ჯი-ეიჩ-ენი". "ვშიშობ, რუსული კატასტროფა ახლოვდება", _ აცხადებს პუბლიცისტი ოლეგ პანფილოვი ვლადიმერ პუტინის კრემლში შესაძლო დაბრუნების კომენტირებისას.
"ის, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის საბჭოთა კავშირში დაბრუნებას შეეცდება სრულიად აშკარა იყო. "კა-გე-ბეს" აღზრდილი კადრი არ შეიძლება რეფორმატორი იყოს. მისი მმართველობის 11 წელი უკან დაბრუნების პერიოდი იყო. დაწყებული მსხვილი ბიზნესის ნაციონალიზაციით, დამთავრებული პოლიტიკური სისტემის განადგურებით", _ აცხადებს პანფილოვი და აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო.
"ახლა როდესაც ცნობილია, რომ ის ფაქტიურად სამუდამო პრეზიდენტობისათვის ემზადება ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივი გადინება დაიწყო. რუსეთს არა მარტო შეძლებული ადამიანები არამედ უბრალო მოქალაქეებიც ტოვებენ. ვშიშობ რუსული კატასტროფა ახლოვდება", _ აცხადებს პანფილოვი.