საქართველოს 3 ახალი ელჩი ეყოლება. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პარლამენტს წარუდგინა ისრაელში, ავსტრალიასა და არგენტინაში ელჩების კანდიდატები.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში აბესალომ კეკელია იქნება, ავსტრალიაში საქართველოს ელჩი ვლადიმერ კონსტანტინიდი, ხოლო არგენტინაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე იქნება.
სამივე კანდიდატურაზე საპარლამენტო კომიტეტები იმსჯელებენ, რის შემდეგაც მომავალ ელჩების კანდიდატურებს პარლამენტი უყრის კენჭს.