საქართველოს პარლამენტს დეკემბრის ბოლომდე მოუწევს მუშაობა. ეს განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტს რამდენიმე რიგგარეშე სხდომის გამართვა მოუწევს და ეს დამოკიდებულია დღის წესრიგზე და იმ საკითხებზე, რომელიც პარლამენტს აქვს მისაღები.
პარლამენტის რეგლამენტით, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.