პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის შეფასებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამართულ არჩევნებს არჩევნებთან და ხალხის ნების გამოხატვასთან არაფერი საერთო აქვს.
სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა.
~არჩევნები ხალხის ნებისა და პოზიციის დაფიქსირებას ნიშნავს. მაშინ როცა ათი-ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს საკუთარ სახლებში დაბურებისა და საკუთარი ნებისა და პოზიციის გამოხატვის საშუალება არ ეძლევა, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებს არ შეიძლება არჩევნების ეწოდოს~ - განაცხადა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ცხინვალში მიმდინარე პროცესისადმი იგივე პოზიცია გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებას.