იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართულ ოცნება" უკვე დაარეგისტრირა.
2011 წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო განცხადება ახალი სუბიექტის- ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება დასრულებულია ( რეგისტრაციის ნომერი 404411837; https://enreg.reestri.gov.ge/main.php )