სასჯელაღსრულების მინისტრმა უწყების თანმშრომლებს მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა გააცნო. ხათუნა კალმახელიძემ შეხვედრაზე სამინისტროს მიერ გასახორციელებელ სიახლეებზე, მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მთავრობის სტრატეგია სამუშაო ადგილების შექმნას და მსაჯვრდებულთა პროფესიულ განათლებას ისახავს მიზანდ, განაცხადა კალმახელიძემ.
თავისუფლების აღკვეთის რამდენიმე დაწესებულებაში საგანმანათლებლო სახლები უკვე მოქმედებს. 10 პუნქტიან გეგმის ფარგლებში სამინისტრო უფასო იურიდიული დამხარების სერვისების გაზრდასაც გეგმავს.
"ბოლო პერიოდში გახორციელებულმა რეფორმებმა, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულმა ცვლილებებმა და განვითარებამ სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემებში საშუალება მოგვცა დავნერგოთ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა მსჯავრდებულთა დასაქმება, მათი პროფესიული განათლება, სისტემაში გაიხსნება არაერთი საწარმო, სადაც მსჯავრდებული დასაქმდება და ოჯახის წევრებს სასჯელაღსრულებლის სსტემიდან არჩენს. განვითარდება პრობაციაში დასაქმების სარეაბილიტაციო შესაძლებლობები", - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დამხარების მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ.