საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება. პრაღში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პეტრ ნეჩასს (Petr Nečas) შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პირველ-ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან კარელ შვარცენბერგთან (Karel Schwarzenberg).
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმში და Energo pro წარმომადგენლებს შეხვდება.