საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, ეგვიპტეში მოგზაურობისგან თავის შეიკავონ. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
„ეგვიპტეში საკმაოდ დაძაბული ვითარებაა და დაძაბულობა სავარაუდოდ ჯერ არ განიმუხტება. ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეიკავონ უახლოეს მომავალში ეგვიპტეში მოგზაურობისგან. როგორც კი ვითარება დარეგულირდება, ჩვენ ამის თაობაზე დამატებით ვაცნობებთ ჩვენს მოქალაქეებს",- განმარტა კალანდაძემ.