."ჯი-ეიჩ-ენი". 28-29 ნოემბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში სუამის ეროვნულ კოორდინატორთა სხდომა გაიმართება. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს არის რუტინული სხდომა, რომელიც შეეხება სუამ-ის ქვეყნების თანამშრომლობას.
„თუმცა, დამატებით საკითხად არის გათვალისწინებული 6-7 დეკემბერს ქალაქ ვილნიუსში ეუთო-ს მინისტერიალის საორგანიზაციო საკითხების შეთანხმება, რომელიც სასურველია სწორედ წინასწარ შეთანხმდეს და წარმომადგენლებმა წინასწარ განსაზღვრონ დღის წესრიგი", - განმარტა კალანდაძემ.