საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საბჭოთა კავშირის აღდგენას მომავალი არ უწერია.
„სამწუხაროა, რომ რუსეთის მოქმედი ხელისუფლება ჯერ კიდევ იმით სულდგულობს, რომ უნდა აღსდგეს საბჭოთა კავშირი. მეორის მხრივ უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებული მომავალი ამ პერსპექტივას არ უწერია. ყველამ კარგად იცის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოები არიან დამოუკიდებლები და ფუნქციონირებენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. რუსეთის მხრიდან ეს ილუზირული წარმოდგენაა, რომელიც ფიქრობს, რომ პერსპექტივა შეიძლება არსებობდეს საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენის", - განაცხადა კალანდაძემ.