დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტში დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დისკუსია გაიმართება.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროსა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ინიცირებით იმართება.
შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი არასამთავრობოებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს წარუდგენს და ცვლილების შემუშავების პოლიტიკურ პროცესს გააცნობს.
შეხვედრას ოპოზიცონერი დეპუტატებიც დაესწრებიან. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190-მდე იზრდება.