5 იანვარს, 13:00 საათზე, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრში "თეთრი ტალღა" აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისთვის უფასო სპეტქაკლი გაიმართება. თეატრალური დასი მაყურებლის წინაშე წარდგება იოსებ კალაძის ცნობილი პიესით "ჩვენი ეზო". სპექტაკლის ბოლოს აფხაზეთის განათლების სამინისტრო ყველა ბავშვს საშობაო საჩუქარს გადასცემს.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" და კინოთეატრი "საქართველო", აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ 700-მდე დევნილ ახალგაზრდას უმასპინძლებს. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, 5 იანვარს 16:00 საათზე, კინოთეატრ "საქართველოში" დაესწრონ საახალწლო კინოჩვენებას "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2".
6 იანვარს, 12:00 საათზე, მათთვის კინოთეატრ "ამირანში"PანიმაციურიFფილმის "პრინცესა და ბაყაყის", ხოლო 14:00 და 16:00 სააათზე კინოთეატრ "საქართველოში" "მომღერალი თახვები 2"-ისა და "პრინცესა და ბაყაყის" კინოჩვენება გაიმართება.