8 წელი გავიდა ვარდების რევოლუციიდან და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკეთესად არის, ვიდრე 8 წლის წინ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
"ისევ, როგორც - საქართველო 8 წლის წინ უკეთესი იყო, ვიდრე 8 წლით ადრე, სანამ რევოლუცია მოხდებოდა. საქართველო წინ მიდის, საზოგადოება ვითარდება. ამ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ენერგოუსაფრთხოებისთვის, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია. მაგრამ ასევე ბევრი რამ, რაც ეხება პიროვნულ პოლიტიკურ თავისუფლებებს, რაც ეხება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებას, ეს არის ძირითადი მძიმე მემკვიდრეობა, რასაც ეს ხელისუფლება დაუტოვებს შემდეგ ხელისუფლებას", - განაცხადა ალასანიამ.
ალანია იმედოვნებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას პრობლემების აღმოფხვრის საშუალება მიეცემა.
"დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოგვეცემა შანსი სწორედ პრობლემური საკითხები ეტაპობივრად აღმოვფხვრათ და კიდევ უფრო დავაახლოოთ საქართველო ევროპას", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ვარდების რევოლუციიდან" 8 წელი გავიდა.