„ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძის განცხადებით, ვარდების რევოლუციის 8 წლის თავზე, ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებაა.
„წარმატება ნამდვილად არის ის, რომ სახელმწიფო ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო ეფექტურია. მთავარი წარუმატებლობა არის ის, რომ ადამიანები კიდევ უფრო გაღარიბებულები, დასუსტებული და დაშინებულნი არიან ამ ძლიერი საქართველოს პირობებში", - განაცხადა გამყრელიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ფუნქციაა, რომ ადამიანი იყოს დაცული, შეძლებული, უზრუნველყოფილი შემოსავლებით და პირობები იყოს შექმნილი მისი კეთილდღეობისთვის.
„ეს არის მთავარი ფუნქიცა და სწორედ ეს ვერ მოხდა ამ 8 წლის განმავლობაში. ამიტომ ვაკრიტიკებ ხელისუფლებას", - აღნიშნა „მემარჯვენეების" ლიდერმა.