ხვალ, 5 იანვარს, 15:00 საათზე, შეხვედრა შედგება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია "საზოგადოებრივი საბჭოს" წარმომადგენლობას შეხვდება.
"საზოგადოებრივ საბჭოში" გაწევრიანებულნი არიან ცნობილი საზოგადო მოღვაწენი და მეცნიერები. სახელმწიფო მინისტრს სურს გაეცნოს მათ მოსაზრებებს, გაიზიაროს მათი აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რათა სამომავლოდ დაიგეგმოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და "საზოგადოებრივი საბჭოს" თანამშრომლობა.