საპატრიარქოში უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური ამოქმედდება. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასო სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარებით ისარგებლოს.
სამსახური სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა და მუდმივმოქმედი იქნება.
მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე 43-55-00 და მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას სასულიერო პირები გაუწევენ.
მოქალაქეებს აღნიშნული დახმარების მიღება 11:00-იდან 18:00 საათამდე შეეძლებათ.