5 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ალბომის _ "დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა~ _ პრეზენტაცია.
XIX საუკუნის ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ფოტო- და დოკუმენტური არქივი ფოტომატიანის სახით გამოიცა. ღონისძიება დეველოპერული კომპანია "რედიქსისა~ და სახველმოქმედო ფონდ "ცისკრის~ ხელშეწყობით ტარდება.
ფოტოალბომი ეძღვნება წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის აღსრულებიდან ასმეოცე წლისთავს. ფოტომატიანე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით გამოიცა კომპანია "რედიქსის~ გენერალური დირექტორის ლაშა პაპაშვილისა და ბანკ "რესპუბლიკის~ დახმარებით.
დიმიტრი ყიფიანის სახელს უკავშირდება კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, პროფესიული ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება, ქართული თეატრის შექმნა, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაფუძნება, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების~ ხელმძღვანელობა.
"სასიხარულოა, რომ შევძელით საქართველოს სიძველეთსაცავებში არსებული მდიდარი ფოტომასალის მოძიება, თავმოყრა; საოჯახო მასალის დამუშავება. ერის ღირსების დაცვისთვის დიმიტრი ყიფიანს რუსეთის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მოწამებრივი აღსასრულისათვის იგი წმინდანად შეირაცხა. ვფიქრობთ, ამ ფოტომატიანის გამოცემით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეროვნულ საქმეში~, - აცხადებს კომპანია "რედიქსის~ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი.