უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ის რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიკავკაზში განაცხადა, ჩვენთვის ახალი არ ყოფილა.
~ის, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიკავკაზში, 58-ე არმიის შტაბში ოფიცრებთან შეხვედრისას განაცხადა, ჩვენთვის ახალი არ ყოფილა. ჩვენ ვხედავდით, თუ რა ნაბიჯებს დგამდა რუსეთი, რათა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი შეეცვალა და ქვეყანა იმ სივრცეში შეეთრიათ, რასაც მათი გავლენის სფერო ჰქვია. ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ყველაზე მოკლე გზა მშვიდობისაკენ დანებებაა. მან თქვა ისიც, რომ არსებობს უბრალოდ მშვიდობა და არსებობს ღირესეული მშვიდობა. უბრალოდ მშვიდობის მიღწევისათვის დანებება სწორი გზა არ არის. სწორი გზაა კარგად გესმოდეს შენი ორიენტირები, პრინციპები, არ გაეხვიო მტრის პროპაგანდაში, არ აჰყვე მტრის ნაბიჯებს, დადგე იქ სადაც დგახარ, მოითმინო, ძალიან გაგიჭირდეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაიმარჯვო. ამას აკეთებს ~ნაციონალური მოძრაობა~ რვა წელია და ამის კეთებას გააგრძელებს მომავალშიც~ - განაცხადა გაბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ~ლამაზი სიტყვა ~ურთიერთობების დალაგება~ სინამდივილეში კაპიტულაციას ნიშნავს, რაც არასწორი გზაა.