საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, კონდოლიზა რაისიდან დაწყებული სხვა მაღალი დონის დიპლომატები აცხადებენ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, "ევროპამ და დასავლეთმა კარგად იციან, ომი ვინ დაიწყო და აგრესია ვისგან მოდის. ომის პირველ კვირეებში, რთული იყო ამაზე საუბარი, მაგრამ სიმართლე ზედაპირზე ამოდის. რუსეთის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებს, რომ ნატოს საზღვრები რომ არ გაფართოებულიყო, ამიტომ, საქართველოში ომი დაიწყო", - განაცხადა ცისკარიშვილმა.