პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება უბრალოდ წამოცდენა არ იყო. ამის თაობაზე დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ბაქრაძის თქმით, დიმიტრი მედვედევმა გუშინ ერთი და იგივე გაიმეორა ორ სხვადასხვა საჯარო გამოსვლისას.
"ეს გამორიცხავს, რომ მას ეს უბრალოდ წამოსცდა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ეს აზრი მასში მყარად არის ჩამოყალიბებული, რადგან ორჯერ გაიმეორა ერთი და იგივე კონტექსტი.