პეკინის "შოუდუს" საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო სულ მცირე 756 რეისი გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "Xინჰუა" ავრცელებს. ჩინეთის სხვადასხვა რაიონში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში 33,2 სმ თოვლი მოვიდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია 1951 წლიდან. ამის შედეგად პეკინის "შოუდუს" საერთაშორისო აეროპორტის სამი საფრენი ზოლიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა.
საერთო ჯამში გადატანილი და გაუქმებულია რეისების დაახლოებით 90 %. შედეგაც ბლოკირებული იქნა ათობით ათასი მგზავრი.
მართალია დღეს დილით თოვა შეწყდა, თუმცა ჩინელი სინოპტიკოსები მომავალიორი დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებას კიდევ ელიან. ამას გარდა, ტემპერატურამაც ძალიან დაიწია და მინუს 16 გრადუსი შეადგინა.