ქუთაისში H1N1 ვირუსით გამოწვეული გართულებებით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
42 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 1 იანვარს შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ვირუსმა ავადყოფს ჩ ჰეპატიტით გამოწვეული პრობლემები გაურთულა.
ექიმების განმარტებით, ვირუსის გართულებები ძირითადად ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა ინფიცირების შემთხვევაში ფიქსირდება.