დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს დაბადების დღე საზოგადოების ცნობილმა სახეებმა მიულოცეს.
მიღება საპატრიარქოში გაიმართა. პატრიარქმა საზოგადოებას მიმართა და მილოცვისათვის მადლობა გადაუხადა. პატრიარქი თავის სამადლობელ სიტყვაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დროებით არის მოწყვეტილი საქართველოს.
"აფხაზეთი არის ჩვენი ტკივილი, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაკარგული არ არის. ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ მას და დადგება ის დალოცვილი დღე, როდესაც ეს რეგიონები იქნება საქართველოს შემადგენლობაში. ეს უპირველეს ყოვლისა, საჭიროა თვით აფხაზებისთვის", _ განაცხადა უწმინდესმა.