იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს პროკურატურამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის ნაძვის ხის ზეიმი მოაწყო. საახალწლო ღონისძიებას წყნეთის, საგურამოს, დუშეთის, ხაშურის მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლებიდან 100-მდე აღსაზრდელი დაესწრო.
ბავშვებისთვის ბასტი-ბუბუს მსახიობებმა კონცერტი გამართეს. თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად პატარები ცნობილი ზღაპრის გმირებმაც გაართეს, ბოლოს კი თოვლის ბაბუამ მათ საჩუქრები დაურიგა.
მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა სახლების აღსაზრდელები იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ არიან - უკვე ტრადიციად იქცა ბავშვთა სახლებში ვიზიტები და მათთვის საინტერესო ღონისძიებების გამართვა, რათა მოხდეს ბავშვთა სახლების აღსაზრდელების შემდგომი რესოციალიზაცია.