H1N1, ე.წ. ღორის გრიპი საქართველოს 120 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაიტანა, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატრა იმნაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ დროისათვის ვირუსის კლების ტენდენცია შეინიშნება და დაავადების კლება იანვარშიც გაგრძელდება.
" H1N1, ე.წ. ღორის გრიპი საქართველოს 120 ათასზე მეტმა მოქალაქემ გადაიტანა, თუმცა ლაბორატორიულად დადასტურებული 1126 შემთხვევაა დაფიქსირებული", _ განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმნაძემ. მისივე თქმით, ვირუსით ამ დროისათვის 16 ადამიანია გარდაცვლილი.