სირიის დედაქალაქ დამასკოში მმართველი პარტიის - ბაასის შენობას ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს.
როიტერის ინფორმაციით, შენობის მიმართულებით ორი გასროლა განხორციელდა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2011 წლის მარტის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებისას ხელისუფლების მისამართით შეიარაღებული წინააღმდეგობა დაფიქსირდა.
"პოლიციას ბლოკირებული აქვს მოედანი, სადაც მმართველი პარტიის შენობა მდებარეობს. ნათლად ჩანს რომ შენობიდან კვამლი ამოდის, მობილიზებულია სახანძრო სამსახურის ავტომანქანები", - განუცხადა როიტერს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინცინდენტის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.
დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რო გაეროს მონაცემებით სირაიაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებისას 3,5 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. სხვა არაოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 4 ათას ადამიანს აჭარბებს.