ევროკავშირი და არაბული სახელმწიფოები მუამარ კადაფის შვილის, სეიფ ალ-ისლამის სამართლიან გასამართლებას ითხოვენ.
ალ-ისლამს ჟურნალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცეს. მისი განცხადებით, იგი თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ხელის ტრამვას, ალ -სილამმა განმარტა, რომ ის ერთ თვის, წინ ავიადაბობვების დროს მიიღო.
ლიბიის დროებითი ხელისუფლება თანამხმაა სეიფ ალ-ისლამის სასამრთლო პროცესზე უცხოელი დამკვირებლები დაუშვას. შესაბამის განცხადება იუსტიციის მინისტრმა მუჰამედ ალ-ალაგუიმ გააკეთა.
"ჩვენ არ ვართ წინააღმდეგნი თუ სეიფ ალ-ისლამის სასამართლოს უცხოელი დამკვირებლები დაესწრებიან", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ საქმის განხილვისას ლიბია საკუთარ მოქმედებებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შეათანმხებს.
შგახსენებთ, რომ სეიფ-ალ ისლამი რამდენიმე პირად მცველთან ერთად უაბრთან ახლოს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით იგი ნიგერში გადასვლას ცდილობდა.
26 ოქტომბერს მუმარ კადაფის მკვლელობის შედეგ სეიფ ალ-ისლმმა განაცხადა, რომ შურს იძიებდა ჯამახირიის ლიდერის მიმართ განხორციელებული ვადალიზმის გამო.