ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად, ანტისამთავრობო დემონსტრაციის ერთი მონაწილე დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა.
ფრანს პრესის ინფორმაციით, სახელისუფლებო ძალებსა და დემონსტრანტებს შორის ქაიროს ტახრირის მოედანზე მომხდარი შეტაკებებისას 676 ადამიანია დაშავებული.
მას შემდეგ რაც პოლიციამ კარვების ბანაკი დაარბია დემონსტრანტებმა იერიში პოლიციის ბრონირებულ მანქანაზე მიიტანეს. ასობით დემონსტრანტმა პოლიციის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყო. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
დემონსტრანტები მოითხოვენ, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის მართვის უფლებამოსილება სამოქალაქო ხელისუფლებას გადასცეს.