სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმმა შემობრუნების შესაძლებლობის ზღვარი გაიარა და მისი დამხობა დადებით გავლენას იქონიებს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. ამის შესახებ ისრაელის თავადაცის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ასადი იმ ვითარებაში იმყოფება, როდესაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არის და იგი სავარაუდოდ მუამარ კადაფისა და სადამ ჰუსეინის ბედს გაიმეორებს.
ისრაელის თავადაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სირიის რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად შესაძლოა რამდენიმე თვეში დაემხოს.
შეგახსენებთ, რომ გაეროს მონაცემებით ანტისამთავრობო გამოსვლებისას, 2011 წლის მარტიდან, სირიაში 3,5-ზე მეტი ადამიანია მოკლული.