სირიის უშიშროების ძალებმა, ქვეყნის ხელისუფლებისადმი არაბეთის სახელმწიფოების ლიგის მიერ წაყენებული ულტიმატუმის დროის ამოწურვამდე, დემონსტრატებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, აქტივისტები 9 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან.
შტაკება მოხდა ქვეყნის ჩრდილო -დასაველთით კალაქ კაფარ ტაკხარიმში, სადაც სამი ადამიანია მოკლული, ხოლო ორი დეზერტირი სირიის არმიამ კუსაირში, ლიბიის საზღვართან ახლოს მოკლა.
ლიგის მიერ სირიის ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა წუხელ 02:00 საათზე ამოიწურა. სირიის ხელისუფლება ფაქტობრივად დათანხმდა ლიგის ულტიმატუმს, რომელიც ძალადობის გაგრძელების შეთხვევაში ქვეყნის მიმართ უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს.
2011 წელის მარტიდან სირიაში 3,5 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული.