იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სახელმწიფო ტელარხის "ენ-ეიჩ-კეის" ინფორმაციით 5,5 მაგნიტუტის მიწისძვრა იბარაგის პრეფექტურაში, ტოკიოსთან ახლოს დაფისქირდა.
მიწისძვრის ბიძგები ქვეყნის დედაქალაქშიც იგრძნობოდა.
ინფორმაცია დაზარალებულების, ნგრევისა და ცუნამის შესახებ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს, იაპონიაში 9 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულების რაოდენობამ 14 ათასამდე ადამიანი შეადგინა. 14 ათასზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
ოფიციალური მონაცემებით ყველაზე დიდი მსხვერპლი კი მიწისძვრას მიიაგის პრეფექტურაში მოჰყვა - 8 381 ადამიანი, ასევე ივატეს პრეფექტურაში - 3 974 ადამიანი და ფუკსიმაში - 1 360 ადამიანი დაიღუპა.
მნიშველოვანი ზიანი მიადგა ფუკუსიმას ატომურ ელექტრისადგურს.
ქვეყნისთვის მიყენებულმა ზიანმა კი 300 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.