ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამი ლიბიის სამხრეთ ნაწილში დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ ჯაზირა" ქვეყნის იუსტიციის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მუამარ კადაფის ცოცხლად გადარჩენილი ვაჟი სეიფ ალისლამი, რომელზეც ინტერპოლს ძებნა აქვს გამოცხადებული ნიგერიაში ან მალიში იმყოფება, თუმცა არც ერთმა ამ ქვეყანამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.