10 წლის შემდეგ ძლიერმა ქარიშხალმა შესაძლოა ნიუ-იორკი წყალქვეშ მოაქციოს. ეს არის რეალური პროგნოზები, რომელიც New York State Energy Research and Development Authority -ის შეკვეთით შესრულებულ, კოლუმბიისა და კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერების ანგარიშშია აღნიშნული.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ გლობალური დათბობისა და წყლის დონის მატების გამო „ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს" შესაძლოა, 10 წლის შემდეგ წყალქვეშ აღმოჩნდეს და ამის მიზეზი, ძლიერი ქარიშხალი გახდეს. მოხსენებაში მისი ავტორები მოუწოდებენ ქალაქის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მომავალაში უდიდესი მასშტაბის ტრაგედია იქნეს თავიდან აცილებული. მოხსენების მიხედვით, ერთი საათის განმავლობაში ნიუ-იორკის მესამედი, შესაძლოა, წყლის ქვეშ აღმოჩნდეს, რომელიც თავის მხრივ, გამოიწვევს მანჰეტებისკენ მიმავალი მრავალი გვირაბის დატბორვას. და სწორედ ეს ყველაზე ცნობილი და მდიდარი რაიონი ძლიერი ქარიშხლის შემთხვევაში ყველაზე საშიში ადგილი გახდება.
ადრე გაკეთებული პროგნოზით, ამერიკელი მეცნიერები ნიუ-იორკს ანალოგიური სახის კატასტროფას 100 წლის განმავლობაში უწინასწარმეყტველებდნენ.