ირანს უპრეცენდენტო საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება. მსოფლიოს ყველა სახელმწიფო ერთსულოვანია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადებები აშშ-ის ხელისუფლების სახელით გაკეთდა.
"შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები იზიარებენ ერთიან მიდგომას: ის მდგომარეობს შემდეგში - არ იქნას დაშვებული ირანის მიერ საკუთარი ბირთვული პროგრამის განხორციელება", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტის თანამშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონმა.
შგახსენებთ, რომ გუშინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც კვლავ აღნიშნულია შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.