19 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსი ატარებს კონფერენციას თემაზე: "მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში".
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 40 მოსწავლე მთელი საქართველოდან, რომლებიც წარმოადგენენ მოსწავლეთა ადგილობრივ/ლოკალურ გაერთიანებებს -თვითმმართველობასა და კლუბებს.
შეხვედრის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირება საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების ალიანსის შესახებ; მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციებისა და უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა; თანატოლთა განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ევროპული ორგანიზაციებში მიღებული გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია დაფინანსებულია სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ. კონფერენციის მხარდმაჭერები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა.