ვაშინგტონმა თეირანს სასწრაფო ულტიმატუმი წაუყენა: შეაჩეროს ბირთვული პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ხელს აიღებენ ისრაელის შეკავებაზე. ისრაელმა კი უკვე მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა, რათა ისეთი იარაღი შექმნას, რომელსაც ირანის "დაყრუება და დაბრმავება" შეუძლია.
აშშ-ის ხელისუფლემამ თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის დრო 2012 წლის გაზაფხულამდე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "Yedioth Ahronoth"-ი ავრცელებს.
სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2012 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც აშშ-ის არმია ერაყის ტერიტორიას დატოვებს, ისრაელს უკვე არ დასჭირდება აშშ-ის თანხმობა იმაზე, რომ მისმა ვერტმფრენებმა ერაყის საჰაერო სივრცის გავლით ირანისკენ გზა გაიარონ.
ისრაელის განზრახვის სერიოზულობაზე - დარტყმა მიაყენოს ირანს - ამ ქვეყნის პრესა აქტიურად წერს. ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ამერიკული ინტერნეტგვერდ "Daily Beast"-ის პუბლიკაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, სანამ ირანი ატომურ ბომბს ქმნის, ისრაელმა ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური ელექტრონული და კიბერტექნოლოგიური იარაღი შექმნას, რომელიც, შესაძლოა, ირანის წინაღმდეგ იქნეს მიმართული და რომელსაც მისი "დაბრმავება და დაყრუება" შეუძლია.
ამავე დროს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშმა ირანზე, შესაძლოა, მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ ორი წლით შეაკავოს.