სასტუმრო "რადისონში" "ახალი მემარჯვენეების" მეხუთე საიუბილეო ყრილობა გაიმართა, რომელსაც პარტიის ლიდერები, ასევე რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების კონფერენციების მიერ არჩეული 400-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
ყრილობა დოკუმენტური ფილმით გაიხსნა, რომელიც "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკაში ყოფნის 10 წელიწადს ასახავს. ფილმში ასახულია პოლიტიკური მოვლენები საქართველოს უახლოესი ისტორიიდან.
ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩია დავით გამყრელიძე. მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში პარტიის ლიდერები, ახალგაზრდული ორგანიზაციისა და რეგიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები აირჩიეს. ყრილობამ დაამტკიცა პარტიის წესდების ახალი რედაქცია. დამტკიცდა პარტიის ახალი პროგრამა, რომლის პრეზენტაცია და განხილვა უკვე პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონში შედგა.