სამარაში მოკლული 19 წლის ქართველი ბიჭის მეგობრებმა საოლქო მილიციასთან აქცია გამართეს. "ჩვენი მეგობარი დამნაშავე არ იყო. დასაჯეთ მკვლელები", - ამ ლოზუნგით სკანდირებდნენ მამუკა კახიშვილის მეგობრები. მილიციამ ახალგაზრდებს მიტინგის გამართვის საშუალება არ მისცა, რასაც სამართალდამცავებთან ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
სამარაში მილიციის მიერ ქართელი ახალგაზრდის მამუკა კახიშვილის მკვლელის სასტიკად დასჯას მეგობრები მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთვევაში, აქციებით იმუქრებიან.
ცნობისთვის, 19 წლის კახიშვილი სამართალდამცავებმა წამებით მოკლეს. ახალგაზრდა ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა, სადაც მილიციის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფ კახიშვილს მუცელზე რამდენიმე ღერი სიგარეტიც კი ჩააწვეს.