ავიაკომპანია Chatauqua Airlines-ის თვითმფრინავის პილოტი ტუალეტში ჩაიკეტა. თვითმფრინავი, ეშვილიდან ნიუ-იორკში მიფრინავდა.
The New York Post-ის ინფორმაციით, ხომალდის მეთაურმა თვითმფრინავის დასმის წინ ტუალეტში შესვლა გადაწყვიტა, სადაც კარები გაიჭედა და მან კაბინაში დასრულება ვერ შესძლო.
ხომალდის მეთაური, როდესაც მიხვდა, რომ საკუთარი ძალებით ტუალეტის კარის გაღებას ვერ შეძლებდა, ხმაური ატეხა და მგზავრებს სთხოვა ეკიპაჟის სხვა წევრებისთვის ეცნობებინათ, რომ ის „ტყვეობაში" იმყოფებოდა.
ეკიპაჟის წევრებმა მგზავრში, რომელიც მათ გაფრთხილებას ცდილობდა, ეჭვი შეიტანეს და პოტენციურ ტერორისტად მიიჩნიეს. მეორე პილოტს მოეჩვენა, რომ მგზავრი ახლო აღმოსავლური აქცენტით საუბრობდა. მანვე ხომალდის მეთაურის დაკარგვისა და მართვის კაბინაში საეჭვო პიროვნების შეღწევის მცდელობის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციას შეატყობინა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში თვითმფრინავი აეროპორტის თავზე დაფრინავდა.
დისპეჩერებმა გასცეს რეკომენდაცია თვითმფრინავი იძულებითი წესით დაესვათ და მის დასახვედრად პოლიცია და ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები გაიგზავნენ.
დამყარდა კავშირი ავიაგანადგურებლებთან. ამ პერიოდში ხომალდის მეთაურმა შესძლო ტუალეტის კარის გაღება. იგი დაბრუნდა პოსტზე და აეროპორტის სამსახურებს შეატყობინა, რომ ფრენის საფრთხე არ არსებობდა.