ნიუ-იორკში რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა ბრუკლინის ხიდზე მოაწყო მარში. საპროტესტო აქცია „დაიპყარი უოლ-სტრიტი" აშშ-ის თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ძირითადი მოვლენები ნიუ-იორკში განვითარდა, სადაც პროტესტის გამოხატვას თან სდევდა არეულობა და პოლიციასთან შეტაკება. დაკავებულია 300 დემონსტრანტი. უმეტესი მათგანის დაკავება საფონდო ბირჟასთან მომხდარი არეულობისას მოხდა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციები ერთგვარი ტესტი უნდა გამხდარიყო მოძრაობისთვის „დაიპყარი...", რომელიც ორი თვის წინ დაიწყო.
პოლიცია თითქმის არ ჩარეულა დემონსტრანტების მიმართ წინააღმდეგობის გასაწევად გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციის ზოგიერთი მონაწილე ცდილობდა გამოეხატა გადაჭარბებული ემოციები და მოეხდინა არეულობის პროვოცირება.
ქალაქის მერის მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით, ლოკალური ინცინდენტებისას სხეულის დაზიანება მიიღო პოლიციის ხუთმა თანამშრომელმა.
უნდა აღინიშნოს, რომ დემონსტრანტებს აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ სხვადასხვა ოფისების თანამშრომლები, რომლებიც მოვლენებს საკუთარი ფანჯრებიდან ადავნებდნენ თვალყურს. იყო შემთხვევები, როდესაც მათ მოუწოდებდნენ აქციების შეწყვეტისკენ.
ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მოახდინა კარვების ქალაქის კილვიდაცია, თუმცა დემონსტრანტები განაგრძობენ აქციებს.
შეგახსენებთ რომ აქციების მონაწილეები ბანკებსა და დასავლეთის სახელმწიფოების მეთაურებს გლობალური ეკონომიკური კრიზისში, სიხარბესა და სოციალურ უპასუხიმგებლობაში სდებენ ბრალს.