დღეს, 18 ნოემბერს, კლუბ "ტრიუმფში" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 2 წლის ცოტნე მიქუტიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტში ნიაზ დიასამიძე, 33ა, ზუმბა, ჩვენებურები, ეგარი, გორდელა, რეგიონი, ფრანი, მგზავრები, ხიდი და ნიკოლშოუ მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, საქველმოქმედო კონცერტი შავფაროსნების ორგანიზებით იმართება.
ცნობისთვის, კონცერტი 2 წლის ცოტნე მიქუტიშვილის დასახმარებლად ეწყობა, რომელსაც აქვს უმძიმესი დაავადება - IV ხარისხის ნეიროსენსორული სმენაჩლუნგობა. სმენის აღსადგენად პატარას ესაჭიროება სასწრაფო და საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაცია.
ბილეთის ფასი 10 ლარია. "საქართველოს ბანკში" ცოტნე მიქუტიშვილის სახელზე გახსნილია ანგარიში: #GE38BG0000000272651800. ასევე, ფუნქციონირებს ნომერი: 700 641 (ზარის ღირებულება - 1 ლარი).
კონცერტი ბავშვის დაბადების დღეს ეწყობა. პატარა 18 ნოემბერს 3 წლის ხდება.