სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 18 ნოემბერს, 10:00-იდან 16:00 საათამდე, კრწანისის და ისნის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტომომარაგება შეეზღუდება ჩოლოყაშვილის, გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.