დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიმართება თსუ-ის სტუდენტური თვითმართველობის, თბილისის საკრებულოსა და საინიციატივო ჯგუფის "თბილისის ტრამვაის" მიერ ორგანიზებული პრეზენტაცია თემაზე: თანამედროვე ტრამვაის წარმოება და თბილისი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე, საინიციატივო ჯგუფის "თბილისის ტრამვაის" წარმომადგენელი კახა მჭედლიძე და თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.