ვლადიმერ პუტინი "საარჩევნო პროცესს ფარსს ამგვანებს". ეს განცხადება აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გააკეთა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას "წარუმატებელი იდეა" უწოდა. "როიტერისათვის" მიცემულ ინტერვიუში თავისი პოლიტიკური მემუარების პრეზენტაციაზე რაისმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი კრელმში დაბრუნდება რუსეთში მასობრივი მღელვარებები გამორიცხული არ არის.
ამას გარდა, მანვე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვლადიმერ პუტინი 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს და პრეზიდენტი გახდება არის დიდი ალბათობა იმისა, რომ იგი კიდევ უფრო მეტად მოახდენს ხელისუფლების ცენტრალიზებას თავის ხელში და ოპოზოციაზე ზეწოლას გააძლიერებს.
"მაგრამ ვლადიმერ პუტინსაც კი მოუწევს გარკვეულ წინააღმდეგობებთან შეჯახება და ეს თანამედროვე რეალობის გამოვლინება იქნება. რუსეთის მოქალაქეები კარგად ერკვევიან მსოფლიო მოვლენებში ინტერნეტით მოგზაურობების წყალობით და შესაძლოა მათ არც მოითბინონ პოლიტიკური რეპრესიები", _ განაცხადა რაისმა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინის პრესსამსახურში კონდოლიზა რაისის განცხადებებს სწავლობენ და ჯერ ჯერობით მათზე კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები